საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პოლონეთის პრეზიდენტი დუდა: პუტინს არც ერთი ომი არასოდეს არ წაუგია! – თბილისი 24
20 მაისი 2024

პოლონეთის პრეზიდენტი დუდა: პუტინს არც ერთი ომი არასოდეს არ წაუგია!

რუსეთის დამარცხების შესახებ პრეტენზიები ნაჩქარევია, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს არც ერთი ომი არ წაუგია, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ Dow Jones-ის აღმასრულებელ დირექტორთან და The Wall Street Journal-ის გამომცემელ ალმარ ლატურთან ინტერვიუში.

ინტერვიუ პოლონეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დუდამ აღნიშნა, დღეს ამბობენ, რომ პუტინმა ომი წააგო და მისი დამარცხება არის ის, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატოში, მაგრამ ფინელი ხალხი მრავალი წლის განმავლობაში ყოყმანობდა, დაეთმო თუ არა ნეიტრალიტეტი.

  • „ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არც ერთი ომი არ წაუგია“, – აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი ატომური ძალაა და მას აქვს „გიგანტური“ იარაღის საწყობები.

დუდამ ასევე დასძინა, რომ 1960-იანი წლების ტანკებზე, რომლითაც რუსეთი ჯირითობს, არ უნდა იცინოთ, რადგან თითოეული ტანკი იწონის 50-60 ტონას და ყველაფერს თელავს, მიუხედავად იმისა, თანამედროვეა თუ არა.
პოლონეთის ლიდერმა განმარტა, რომ „პუტინის დამარცხებაზე“ საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა „რუსული არმია იძულებული გახდება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან გამოვიდეს“.