საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" სი ძინ პინი: ჩინეთის ომში ჩათრევა იქნება ევროპის დასასრული! – თბილისი 24
20 მაისი 2024

სი ძინ პინი: ჩინეთის ომში ჩათრევა იქნება ევროპის დასასრული!

ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები უნდა მოემზადონ „ყველაზე უარესი სცენარისთვის“ და მზად იყვნენ გააძლიერონ ძალისხმევა როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების წინააღმდეგ, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

CNN-ი წერს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის თქმით, ახლა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ვითარება გაცილებით გართულდა. სი ძინპინმა განმარტა, რომ ლიდერები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ მოვლენები ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით განვითარდება და, შესაბამისად, მზად უნდა იყვნენ სერიოზული გამოცდებისთვის, იუწყება Rossiyskaya Gazeta.

მომზადების ფარგლებში, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზაციის ტემპის გაზრდა, ძალების და საშუალებების ეფექტურობის ამაღლება, განათლების დონის ამაღლება ამ სფეროში.

აშშ აპირებს გამოიყენოს უკრაინის სამხედრო დახმარების სწრაფი პროცედურა ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის „იარაღის ან დამხმარე აღჭურვილობის“ გადასაცემად.