საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ჩვენ შესახებ – თბილისი 24
27 აპრილი 2024

ჩვენ შესახებ

სააგენტო ” თბილისი 24 ” დაარსდა 2015 წელს და მალევე გახდა თავდასხმის ობიექტი პარტიული თუ სხვა მიკერძოებული მედია საშუალებების მხრიდან.
სააგენტოს ინფორმაციის ობიექტური, არა ცალხმრივი გავრცელების გამო ბრალს დებდნენ პრორუსულ ორიენტაციაში.

2019 წლის სექტემბერში პრემიერ გიორგი გახარიას დანიშვნიდან რამდენიმე დღეში 2019 წლის 10 სექტემბერს სხვადასხვა მედია საშუალებების სერვერებზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, მათ შორის სააგენტო “თბილისი 24”-ზე.

წაიშალა მთელი მასალა და არ გვეძლეოდა საშუალება კვლავ გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ჩვენი ვარაუდით კონკრეტული შემთხვევა გახლდათ სახელისუფლებო დაკვეთა და ემსახურებოდა მედია ველის მოსუფთავებას არასასურველი კონტექტისგან.
ფაქტს დღემდე იძიებს შს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო.

სააგენტო თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ზეგავლენისგან, მითუმეტეს სახელისუფლებო დაკვეთისგან. სააგენტო არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის თუ გაერთიანების ინტერესებს. მისი მიზანია ინფორმაციის ობიექტურად, დროულად და მრავალმხრივად გავრცელება.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნოს ინფორმაცია, წერილები მისთვის მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის და აქტუალურობის გათვალისწინებთ გაშუქდება სააგენტოს მიერ.

სააგენტო პასუხისმგებლობას იხსნის ავტორის მიერ წერილში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებზე. სააგენტო ვერ იქნება პასუხისმგებელი ვერც სხვადასხვა მედია საშუალებებიდან თუ ბეჭდური მედიიდან მათივე თანხმობით კოპირებულ ინფორმაციაზე. სააგენტო “თბილისი 24” არ არის ჟურნალისტური ქარტიის ხელმომწერი და ვთხოვთ აღნიშნულ ორგანიზაციას თავს ნუ შეიწუხებს ზედმეტი მაკულატურის ხარჯვისგან.