საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კალაძე: ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე! – თბილისი 24
20 მაისი 2024

კალაძე: ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე!

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას – ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

  • ” ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს ვატარებთ.
  • ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ სანქციებს მივუერთდებით, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. მე არ მჯერა ამის!
  • ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, მიხვდება, რომ შეუძლებელია რუსული ეკონომიკა დავანგრიოთ იმით, თუ მაგალითად: ქართული ღვინო, წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რუსულ ბაზარზე არ გავა, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე, ამით დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას.
  • ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობის შენარჩუნება ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება მოხდეს.
  • პირველ რიგში, იმ (ევროპულმა) ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი და ყველანაირი კავშირი შეწყვიტონ, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდი დოლარის სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? ამოიღეთ ინფორმაცია და ნახეთ.
  • ნახეთ, სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის და მერე შეადარეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც ამერიკას შორის ან ნებისმიერ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.