16 მარტი 2025

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი: ყაზახეთი არ აპირებს საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებას

ყაზახეთი არ აპირებს და არც გეგმავს რაიმე საკავშირო სახელმწიფოს შექმნას ან გაწევრიანებას, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსლან ჟელდიბაიმ.

ყაზახეთის ლიდერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ოთხშაბათს მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა.  სახელმწიფოს მეთაურმა გამოაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ფარგლებში ინტეგრაციის სხვადასხვა დონის არსებობა და ყურადღება გაამახვილა  რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს არსებობაზე.

მისი თქმით, დღეს მართლაც, ЕАЭС-ს ორი წევრი სახელმწიფო  – რუსეთი და ბელორუსია – აჩვენებს დაახლოების უფრო მაღალ და მჭიდრო დონეს.

„ეს არის უნიკალური პრეცედენტი. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ხალხზე და სახელმწიფოზე,ერთ მიზნებზე“, – განმარტა მან.

  • ჟელდიბაიმ დააზუსტა, რომ : „სახელმწიფოს მეთაურის მთავარი გზავნილი იყო, რომ ЕАЭС- ში ინტეგრაცია შეიძლება და უნდა მიმდინარეობდეს მოხლოდ და მხოლოდ  ეკონომიკურ გზაზე. მის ფარგლებიდან გასვლა არღვევს ორგანიზაციის საწესდებო დოკუმენტების მიზნებს, პრინციპებსა და ამოცანებს”.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური ინტეგრაცია არ არის თვითმიზანი, არამედ ეკონომიკის განვითარებისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება. ანუ, ასოციაციის ფარგლებში მიღებულმა ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა მოიტანოს შედეგი თითოეული ცალკეული მონაწილისთვის და, უპირველეს ყოვლისა, ЕАЭС–ს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის“, – დასძინა სპიკერმა.

ЕАЭС-მოიცავს სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს და რუსეთს. 2023 წელს რუსეთის ფედერაცია თავმჯდომარეობს კავშირს.