14 ოქტომბერი 2024

მედვედევი: ევროპა გაგიჟდა!

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპა გაგიჟდა. ის გამუდმებით ამძაფრებს და ანგრევს სიტუაციას თავისი გადაწყვეტილებებით, ხოლო შეერთებული შტატები პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს საკუთარი  მრავალსაუკუნოვანი მტრის განადგურებას, რუსეთის სახით. 

  • “ევროპა გაგიჟდა. შეერთებული შტატები მთლიანად მოქმედებს თავისი პრაგმატული ინტერესების შესაბამისად. ისინი თვითონ კი არ იბრძვიან, არამედ ფულს შოულობენ. ცდილობენ გაანადგურონ მრავალსაუკუნოვანი მტერი.
  • რაც შეეხება ევროპას, ეს საოცარი ამბავი ჩემთვის. ისინი გამუდმებით ამძაფრებენ  და ანგრევენ სიტუაციას თავიანთი გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მან ვიეტნამში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ინტერვიუში.