14 ოქტომბერი 2024

პუტინი: უკრაინა, როგორც ასეთი სახელმწიფო, არ არსებობდა

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მას აჩვენა მე-17 საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთში შედგენილი რუკის ასლი და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მასზე უკრაინა საერთოდ არ იყო მონიშნული.

სახელმწიფოს მეთაურმა ეს იმით ახსნა, რომ უკრაინის სსრ-ის შექმნამდე კაცობრიობის ისტორიაში უკრაინა არ ყოფილა.
ზორკინმა თქვა, რუქა შედგენილია ლუი XIV-ის დროს, მისი ორიგინალი კი ინახება საფრანგეთში.

  • “რატომ მოვიყვანე? იქ უკრაინა არ არის”, – თქვა ზორკინმა და განმარტა, რომ ბევრი სპეკულაცია იყო ქვეყნის არსებობის ისტორიაზე.

პუტინს ეს ფაქტი არ გაკვირვებია.

  • – ”ჩვენ ვიცით, რომ ეს მიწები უბრალოდ თანამეგობრობის ნაწილი იყო, შემდეგ კი მოსკოვის სამეფოს ნაწილი სთხოვეს… და მხოლოდ ამის შემდეგ, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დაიწყო ყველა სახის კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბება საბჭოთა მთავრობის მიერ.  ასე შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, ეს საყოველთაოდ ცნობილია, ასეთი უკრაინა კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

https://t.me/RIAKremlinpool/9632