ორბანი:უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ნატოს გარეშე, ნატო კი ამისთვის მზად არ არის
უკრაინა ვერ შეძლებს კონფლიქტის მოგებას ნატოს ჯარების უშუალო მონაწილეობის გარეშე და ალიანსი კი არ არის მზად იქ თავისი ძალების გაგზავნისთვის, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
მსოფლიო საზოგადოებას მან მოუწოდა,რომ კონცენტრირება მოახდინონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და არა მის ესკალაციაზე, იუწყება კომერსანტი.
- ”ეს არის ჩემი პოზიცია, მე ყოველთვის ვთავაზობდი ყველას, რომ იმის მაგივრად, რომ ომში უფრო მეტად ჩავერთოთ, უნდა შევაჩეროთ ესკალაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებების ადვოკატირება მოვახდინოთ.”- აცხადებს ორბანი.
იმავდროულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უნგრეთი აგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფის ბლოკირებას.
მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხის მოგვარებას აპირებს, რადგან დასავლეთს არ შეუძლია დაბლოკოს უკრაინის დახმარება.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის სამხედრო დაფინანსების ახალ ტრანშზე.