MMA-ს მებრძოლმა მენსონმა უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე
MMA შერეული ორთაბრძოლების რუსმა მებრძოლმა ჯეფ მონსონმა, რომელიც ასევე არის ბაშკირული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და ახლა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეა.
- “დიახ, მე ჩავაბარე ჩემი ამერიკული პასპორტი. ახლა მხოლოდ რუსი ვარ”, – აცხადებს მონსონი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მებრძოლმა ბაშკირში „ერთიანი რუსეთის“ წინასწარ კენჭისყრაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.
მონსონი დაიბადა შეერთებულ შტატებში და თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ამერიკის დროშის ქვეშ, მაგრამ 2013 წლის მარტში მან გამოაცხადა, რომ მზად იყო შეეცვალა აშშ-ს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობით.
2018 წელს მონსონმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და იმავე წლის სექტემბერში აირჩიეს კრასნოგორსკის ქალაქის რაიონის დეპუტატთა საბჭოში. 2020 წელს მონსონი გადავიდა უფაში და გახსნა ჯიუ-ჯიცუს და გრეპლინგის სკოლა.
პროფესიულ რინგზე მონსონმა 88 ბრძოლა ჩაატარა – აქვს 61 მოგება, 26 წაგება და 1 ფრე. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მონსონმა დაამარცხა: სერგეი ხარიტონოვი, სერგეი შემეტოვი, ალექსანდრე ემელიანენკო და კიდევ რამდენიმე რუსი მებრძოლი.
2011 წლის ნოემბერში მონსონი მოსკოვის ტურნირზე ფედორ ემელიანენკოს დაუპირისპირდა და დამარცხდა.