ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები გენოციდად და “რაშიზმად ” აღიარა
ნატოს ახალი ბოდვა და რუსეთის მორიგი იძულება გაუთვალისწინებელი ქმედებებისაკენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად, ხოლო რუსეთის რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.
- „ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, – განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.