სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს
აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი,(აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში) რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
- “სომხეთი მზადაა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში”, – განაცხადა ფაშინიანმა.