ყაზახეთმა უკრაინის ელჩის დამტკიცებაზე არაპროფესიონალიზმის გამო უარი თქვა
ყაზახეთმა უარი თქვა სერგეი გაიდაის კანდიდატურაზე უკრაინის ელჩად დამტკიცებაზე.
- „ჩვენი თანამოსაუბრეების თქმით, ყაზახურმა მხარემ კორექტულად, მაგრამ გადამწყვეტად ცხადყო, რომ ყაზახეთში უკრაინის ელჩის ადგილზე პროფესიონალი დიპლომატის ნახვა სურს“, – ნათქვამია უკრაინულ გამოცემაში.
უკრაინული მედია ვარაუდობდა, რომ გაიდაის შეეძლო გამხდარიყო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ასტანაში. უკრაინის წინა ელჩი ყაზახეთში იყო პეტრ ვრუბლევსკი, 2022 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აგვისტოს ბოლოს დიპლომატმა საერთაშორისო სკანდალის პროვოცირება მოახდინა, როდესაც მან ინტერვიუში ყაზახ ბლოგერ დიას კუზაიროვს უთხრა, რომ კიევი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი რუსის მოკვლას.
ამან აღშფოთების ტალღა გამოიწვია როგორც, ყაზახურ საზოგადოებაში, ასევე რუსეთში. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრუბლევსკის პროტესტი გამოუცხადა.