8 ოქტომბერი 2024

ვოლოდინი: პოლონეთმა უნდა დააბრუნოს მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეძენილი ტერიტორიები

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვოლოდინის თქმით, პოლონეთი  სახელმწიფოდ არსებობას რუსეთს  უნდა უმადლოდეს, რადგან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ-მ 750 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა რესპუბლიკის აღდგენასა და განვითარებაზე.

  • -„ ამავდროულად, ვარშავა „ ვერაგულად მოქმედებს“ – ანგრევს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებს, ხურავს რუსულ სკოლებს და კონფისკაციას უკეთებს რუსულ ქონებას.ამ კუთხით პოლონეთმა უნდა დაუბრუნოს მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეძენილი ტერიტორიები და აუნაზღაუროს რუსეთს მასზე ომისა და ომის შემდგომ წლებში დახარჯული თანხები“- აცხადებს ვოლოდინი.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უწოდა პოლონეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ რუსოფობიური . რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 10 მაისს განაცხადა, რომ ვარშავის ქმედებები “სიგიჟის ზღვარზეა”.

ორშაბათს, 22 მაისს, სახელმწიფო სათათბიროს საბჭო განიხილავს პოლონეთის ანტირუსული პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომების საკითხს, მათ შორის პოლონური სატვირთო მანქანების რუსეთში გავლის აკრძალვას, განაცხადა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

  • “მართებული იქნება, პოლონეთს დღესვე აეკრძალოს რუსეთში გამდიდრება: შეჩერდეს პოლონური სატვირთო მანქანების გავლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაე, გადაატვირთულ იქნეს საქონელი რუსულ სატვირთო მანქანებზე. ჩვენი მოქალაქეები მეტსგამოიმუშავებენ ტრანსპორტით”, – წერს ის Telegram -ზე.

ვოლოდინის თქმით, ასეთი სცენარით ვარშავა დაახლოებით 8,5 მილიარდ ევროს დაკარგავს. შედეგად, ამ ქვეყნის დაახლოებით ორი ათასი სატრანსპორტო კომპანია დაზარალდება ან შეიძლება გაკოტრდეს, 20 ათასზე მეტმა მძღოლმა შეიძლება დაკარგოს სამსახური.