11 სექტემბერი 2024

ინდოეთის პრემიერი გაეროს რეფორმირებას მოითხოვს

ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი  G7 შეხვედრაზე  ქვეყნებს გაეროს რეფორმირებისაკენ  მოუწოდებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაცია ამჟამად არ ასახავს მსოფლიოს ამჟამინდელ რეალობას, იუწყება The Economic Times ინდური გამოცემა.  

“აუცილებელია იმის გაანალიზება, თუ რატომ უნდა ვისაუბროთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე სხვადასხვა ფორუმებზე. რატომ არ  შეუძ₾ია, რატომ არ ძალუძს გაეროს, რომელიც შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, დღეს კონფლიქტების თავიდან აცილება?“ , – იკითხა მოდიმ სიტყვით გამოსვლისას.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ გაერო და უშიშროების საბჭო არ გარდაიქმნება და არ ასახავს თანამედროვე მსოფლიოს რეალობას , არ მოისმენს “გლობალური სამხრეთის” ხმას, მაშინ ისინი დარჩებიან მხოლოდ ” საჭორაო დუქნად”.

  • „რატომ არ არის მიღებული თუნდაც გაერო-ს მიერ ტერორიზმის დეფინიცია? თუ საქმის არსს გადავხედავთ, ერთი რამ ცხადია: გასულ საუკუნეში შექმნილი ინსტიტუტები არ შეესაბამება ოცდამეერთე საუკუნის სისტემას. “- დასძინა მოდიმ.

წინადადებას გაეროში სავარაუდოდ  მხარს რუსეთი და ჩინეთი დაუჭერს.

ინდოეთი -ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად განიხილავს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილის მოპოვებას.

ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.მ ქვეყნებს შეუძლიათ ვეტო დაადო ნებისმიერ რეზოლუციას.

გარდა ამისა, გაეროში  არის 10 არამუდმივი წევრი, რომლებსაც ორწლიანი ვადით ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა.