მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა
რუსეთის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე, ცნობილი მომღერალის- დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს კუბაში მივლინებიდან დაბრუნების დროს თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა.
ის განათლების სამინისტროს კოლეგებთან ერთად კუბადან რუსეთში გაფრინდა. ცაში მგზავრი ცუდად გახდა, ეკიპაჟმა მიიღო დაშვების გადაუდებელი გადაწყვეტილება. თვითმფრინავის დაშვებისას მინერალურ-წყლებში ასაფრენ ბილიკზე სასწრაფო დახმარების მანქანები უკვე მორიგეობდნენ. ექიმებმა რეანიმაცია პირდაპირ თვითმფრინავში დაიწყეს, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კუჩერენკო 46 წლის იყო.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უკმარისობაა.
2012 წლიდან 2020 წლამდე კუჩერენკო ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკანონმდებლო კომიტეტის აპარატს. რუსეთის განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 3 მაისს კუჩერენკოს 46 წელი შეუსრულდა.