7 დეკემბერი 2024

რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულებიდან გამოვიდა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანონი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (ДОВСЕ- Договор об обычных вооруженных силах в Европе, CFE) დენონსაციის შესახებ.

კანონს ხელი 1990 წლის ნოემბერში მოაწერეს ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ქვეყნებმა (სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია) და ნატოს 16 სახელმწიფომ.

დოკუმენტი აწესებდა შეზღუდვებს ევროპაში- ტანკების, ჯავშანტექნიკის, დიდი კალიბრის არტილერიის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობაზე.

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ორივე ჯგუფს უფლება ჰქონდათ ჰქონოდათ თანაბარი რაოდენობის ჩვეულებრივი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, ხოლო მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდა:

40.000 საბრძოლო ტანკს;

60.000 ჯავშანტექნიკას (AFVs);

100 მმ კალიბრის და მეტი 40.000 საარტილერიო ერთეულს;

13.600 საბრძოლო თვითმფრინავს;

4.000 ვერტმფრენს.

მისი მნიშვნელობა ძალიან მარტივი იყო: საბჭოთა ბლოკსა და ნატოს შორის შემთხვევით გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის თავიდან აცილება ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. ბუნებრივია, ДОВСЕ  ხელშეკრულება ვერ შეაჩერებდა ბირთვულ ომს, მაგრამ ის ეფექტური იყო, როგორც ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით შემთხვევითი ომისგან თავდასაცავად.

თუმცა, მას შემდეგ გლობალური ცვლილებები მოხდა: არა მხოლოდ ვარშავის პაქტის ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა, არამედ მის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთმა სახელმწიფომაც. ნატოს ქვეყნების რაოდენობა, პირიქით, თითქმის გაორმაგდა – ვარშავის პაქტის რამდენიმე ქვეყნის გამო და ალიანსი მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს.

1999 წელს იყო მცდელობა ხელშეკრულების პირობების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც გამოხატული იყო ДОВСЕ -ის ხელშეკრულების ადაპტაციის შესახებ შეთანხმებაში. თუმცა, ნატოს ბლოკი ცდილობდა ДОВСЕ -ის ხელშეკრულების ადაპტაცია დაეკავშირებინა სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხთან, მაშინ როცა სლოვენია, ალბანეთი, ხორვატია და ყოფილი ბალტიისპირეთის რესპუბლიკები კატეგორიულ უარს ამბობდნენ ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვაზე.

2007 წელს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას  ДОВСЕ ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შეჩერების შესახებ.

2015 წლისთვის ნატოსთან შეთანხმების მიღწევის უკანასკნელი იმედი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ გაქრა და რუსეთმა შეწყვიტა მონაწილეობა ДОВСЕ -ზე ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებში.

დღეს ევროპაში მოვლენები ვითარდება ДОВСЕ -ის ხელშეკრულების ლოგიკის პირდაპირ საპირისპირო მიმართულებით: ხდება ჩვეულებრივი იარაღის სწრაფი მატება.

უფრო მეტიც, ნატოს ხელმძღვანელობისა და ბლოკის ქვეყნების განცხადებების მიუხედავად რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების შესაძლებლობის შესახებ, ალიანსი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის სამხედრო კონფლიქტში.