გერმანიის კანცლერი: უკრაინის ნატოში მიღება უახლოეს თვალსაჩინო მომავალში შეუძლებელია!
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ელის უკრაინის ნატოში მალე გაწევრიანებას. ამჟამად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთთან ბრძოლაში წინა პლანზეა, განაცხადა მან გერმანულ ტელეარხ Welt TV-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება „არ შეიძლება მოხდეს უახლოეს, თვალსაჩინო მომავალში“.
- „იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებსაც ნატო თავისთვის აყალიბებს, არის მრავალი პირობა, რომელსაც ამჟამად უკრაინა ვერ აკმაყოფილებს“, – თქვა მან.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ალიანსის წევრ ქვეყნებს უნდა გაარკვიონ, უსაფრთხოების რა გარანტიები იქნება ეფექტური კიევისთვის.
მანამდე შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მონაწილეობა უკრაინისთვის F-16 მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებლების სავარაუდო მიწოდებაში არც კი განიხილებოდა.
ჰიროშიმაში G7-ის სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე არ უნდა იყოს მიზნად კონფლიქტის გაყინვა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა.