თეთრი სახლის ექიმი: ბაიდენი უუნაროა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია!
თეთრი სახლის ყოფილმა ექიმმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რონი ჯექსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას კოგნიტიური პრობლემების გამო და ურჩევს ამერიკელ ლიდერს ამ თემაზე “სერიოზულად” ესაუბროს ექიმებს და ახლობლებს.
ჯექსონმა თქვა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მალავს სიმართლეს ამერიკელი ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ. ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში არაფერია ნათქვამი პოლიტიკოსის მიერ კოგნიტიური ტესტების გავლის შესახებ.
- ”ფაქტი: მათ ყველა კოგნიტურად არ შეუძლიათ თავიანთი სამუშაოს შესრულება. მათ ხელში მართვის სადავეები ქვეყანას უბედურებით ემუქრება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია! მათ უნდა დასხდნენ და სერიოზულად ისაუბრონ ექიმებთან და ოჯახებთან“, – წერს თეთრი სახლის ყოფილი ხელმძღვანელი თავის Twitter-ზე. ( საუბარია , როგორც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტზე, ისევე ორ დემოკრატი სენატორზე, ინსულტ გადატანილ ჯონ ფეტერმანზე და 90 წლის დაიან ფაინშტაინზე)
ცნობისათვის: კოგნიტური უნარები ასევე ცნობილი როგორც კოგნიტური ფუნქციები ან კოგნიტური შესაძლებლობები — გონებრივი უნარები, რომლებიც საჭიროა ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის მანიპულაციისა და მსჯელობისთვის.ისინი უფრო დაკავშირებული არიან სწავლის, მეხსიერების, თავსატეხების ამოხსნისა და ყურადღების მიქცევის მექანიზმებთან, ვიდრე თავად ცოდნასთან. კოგნიტური უნარები (ფუნქციები) მოიცავს აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, სწავლას, გადაწყვეტილებების მიღებას და ენობრივ შესაძლებლობებს