კლინტონი: ტრამპის გამარჯვება ნატოს და უკრაინის დასასრულია!
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევა 2024 წელს “დემოკრატიის დასასრულს” ნიშნავს ქვეყანაში, რადგან ის გამოიყვანს ამერიკას ნატოდან და მოასწავებს “უკრაინის დასასრულს”, – აცხადებს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი Financial Times-თან ინტერვიუში.
- „ტრამპი საჩუქარი იყო ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის სი [ჩინეთის ლიდერი ცინპინი] და პუტინი. მას არ შეეძლო ჩინეთთან რაიმე სტრატეგიული მიდგომა და მოგეხსენებათ, ის აშკარად აპირებდა იმას, რაც პუტინს სურდა ნატოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კლინტონმა.
ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მდივანი არ ფიქრობს, რომ ამერიკის ყოფილი ლიდერი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. კლინტონმა ასევე აღიარა, რომ 80 წლის ჯო ბაიდენის ასაკი, რომელმაც მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვა აპრილის ბოლოს გამოაცხადა, პრობლემაა.