ერდოღანი: ბაიდენს ჩემი დამხობა სურს!
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენი თურქეთის მთავრობის დამხობის შეთქმულებაში დაადანაშაულა.
- „ბაიდენმა თქვა, რომ მათ უნდა დაამხონ ერდოღანი, მე ეს ვიცი. ეს ჩემმა ხალხმა ყველამ იცის“, – უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტურის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტმა ქემალ კილიჩდაროღლუმ რუსეთი მომავალ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. კილიჩდაროღლუმ რუსულად გამოაქვეყნა Twitter-ზე ტვიტი და მიუთითა, რომ კრემლი დგას „შეთქმულების, ღრმა ფეიქეების და ჩანაწერების უკან“.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ერდოღანმა ხმების 49,24% მიიღო, მისმა კონკურენტმა კი – 45,06%. შემდეგი იქნება მეორე ტური.
14 მაისს, ამ ისტორიული კენჭისყრის პირველ ტურში, რომელშიც ოპოზიციას 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსვლის პირველი შანსი ჰქონდა, არცერთმა კანდიდატმა არ გადალახა 50 პროცენტიანი ბარიერი.
საპარლამენტო არჩევნებით სიტუაცია უფრო ნათელია. 35%-ით ლიდერობს ერდოღანის პარტია, ერდოღანის ალიანსმა პარლამენტში 600 ადგილიდან 322 ადგილი დაიკავა.