გავრილოვი: შემდეგი შესაძლო ნაბიჯი დიპ.ურთიერთობების აღდგენაა
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა „როსიისკაია გაზეტას“ განუცხადა.
- „ შემდეგი შესაძლო ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა იქნება.
- ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, მისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ჩვენს ხალხებს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.