ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს!

სერბეთის მოქალაქეები თავად წყვეტენ, დაუწესონ თუ არა სანქციები რომელიმე სახელმწიფოს. მათ აირჩიეს სამხედრო ნეიტრალიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის თქმით, ის ექვემდებარება საგარეო პოლიტიკურ ზეწოლას და თავდასხმებს შიდა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რადგან ის იცავს სერბეთის დამოუკიდებელ პოლიტიკას.
- ” მე მათ არ მივცემ უფლებას. სერბეთი დამოუკიდებელი სახლემწიფოა, ის გაატარებს საკუთარ საგარეო პოლიტიკას და თავად განსაზღვრავს ვის დაუწესონ სანქციები და ვის არა. სერბეთის ხალხი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ხალხმა თქვა, რომ ჩვენ სამხედრო ნეიტრალური ვართ და ჩვენ დავიცვათ ჩვენ მიწას! ” – განაცხადა ვუჩიჩმა.
ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, სახალხო პარტიამ, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ და სხვა რიგმა ოპონენტებმა 8 მაისს სოციალური ქსელების საშუალებით შეკრიბეს მხარდამჭერები და მოქალაქეები ასამბლეიდან (პარლამენტიდან) ქვეყნის მთავრობის შენობამდე მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობისთვის.
აქციის სლოგანი იყო “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ”, ორგანიზატორებმა განაცხადეს , რომ მასში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო.
ვუჩიჩმა მაშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია მოქალაქეთა ემოციებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს მაისის დასაწყისში ორ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით, მისი თქმით, 8 მაისს საპროტესტო აქციაზე მაქსიმუმ 9.000 ადამიანი მივიდა. საპროტესტო აქციები განმეორდა 12 მაისს და 19 მაისს ბელგრადის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვით.