ამერიკა სანქციებს აფართოვებს: თოჯინების ეტლები, სამთვლიანი ველოსიპედები…
შეერთებულმა შტატები აქამდე არნახულ ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ფედერაციაზე. აშშ-მ გაზარდა სანქციების ზეწოლა რუსეთზე, გააფართოვა ექსპორტის კონტროლის რეჟიმი ბავშვთა სათამაშოებზე, მზის სათვალეებზე და პროთეზებზე, ნათქვამია აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.
სააგენტომ პარასკევს დაამატა 1.224 პროდუქტი პროდუქციის სიას, რომლებიც ექვემდებარება სხვადასხვა შეზღუდვებს რუსეთში ექსპორტის დროს, აკრძალვიდან ლიცენზირების მოთხოვნამდე.
- “სამთვალა ველოსიპედები, სკუტერები, პედლებიანი მანქანები და მსგავსი ბორბლიანი სათამაშოები”- ჩამოთვლილი ამერიკული პროდუქცია ამიერიდან ამერიკიდან რუსეთში აღარ მოხვდება. ჩამონათვალში შედის აგრეთვე „თოჯინების ეტლები, თოჯინები და სხვა სათამაშოები“.
სანქციების შემდეგი გამკაცრება იაპონიაში G7-ის ლიდერების შეხვედრას ემთხვევა. მედია ადრე წერდა, რომ G7 განიხილავს რუსეთში ექსპორტის სრულ აკრძალვას, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ნაცვლად ამჟამად გამოყენებული პრინციპისა „ყველაფერი რაც არ არის აკრძალული, დასაშვებია“.