საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ჯანსუღ ჩარკვიანი: მიხეილ სააკაშვილი უსამშობლო, გამყიდველი და უნიჭიერესი აფერისტია! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ჯანსუღ ჩარკვიანი: მიხეილ სააკაშვილი უსამშობლო, გამყიდველი და უნიჭიერესი აფერისტია!

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უსამშობლოო კაცს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო. ჯანსუღ ჩარკვიანმა აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან” საუბარში გააკეთა.

  • „მიხეილ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც სამშობლო არ გაჩნია, შესაბამისად, რომელ ქვეყანაშიც წავა, ის იქნება მისი სამშობლო. ჩემთვის მისი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. მიხეილ სააკაშვილი უსამშობლოო, გამყიდველი და, ამავდროულად, უნიჭიერესი აფერისტია. გუშინწინ გადაცემაში განაცხადა, საქართველოში უნდა დავბრუნდე, ხალხი მომყავს და მოვდივარო. მან დაანგრია ეს ქვეყანა და ახლა უნდა, რომ ააშენოს? ვერ გავიგე”, -აცხადებს ჯანსუღ ჩარკვიანი.

წყარო იხილეთ აქ, ოღონდ თაკოს არ უთხრათ!