19 მარტი 2025

განადგურებულია ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური!

პუტინის მიერ უკრაინისთვის დაპირებული “დენაციფიკაცია და დესაბჭოთაზაცია” სახეზეა. უკრაინაში რუსული სარაკეტო დარტყმების რვა ტალღის შედეგად დაზიანდა საბჭოთა ეპოქაში აგებული  ყველა თბო ( 60-ზე მეტი) და ჰიდროელექტროსადგური. გარდა ამისა, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40%, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა Facebook-ზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform.

  • „უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით. თითოეული ჩვენგანი უნდა გვესმოდეს, რომ ამ ზამთარს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გავივლით“, – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა.