საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მხოლოდ ფალოსსა და ვაგინას ხედავს, გააჩნია, მოხაზულობა წაგრძელებულია თუ მომრგვალებული – თბილისი 24
20 მაისი 2024

მხოლოდ ფალოსსა და ვაგინას ხედავს, გააჩნია, მოხაზულობა წაგრძელებულია თუ მომრგვალებული

ბოლო მონაცემებით, «ნაცმოს» თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შემორჩა: მოქმედი მელია, პარტიის წევრი «გრუშა ხაბე» და ვიღაც შაშა-კოლა მუმლაძე , «მამა-ძია» ჩალაძემ ხელ-ფეხი ჩაიქნია და გაილალა.

უეცრად, «გადაჭრილი» ჭიაბერაშვილის აჩრდილი აესვეტათ, მე ვიქნები თქვენი თავ-მჯდომარე, ისე ფილოსოფიურად დაგაჯდებით თავზე, უკეთესს ვერ ინატრებთო. გადაჭრილია, აბა, რა არის, ორი ან სამი ჭიაბერაშვილი უნდა დაადგა ერთმანეთზე, რომ მელიას სიგრძეს გაუტოლდეს, მელია ხომ მასზე ბევრჯერ გრძელია?

ნაჭიამერალმა ჭიაბერაშვილმა მრავალმნიშვნელოვანი ფილოსოფია მოკლედ ჩამოაყალიბა: არსებულ სამ კანდიდატში მაკონსოლიდირებელ ეფექტს ვერ ვხედავო. რა კონსოლიდაცია უნდა დაინახოს, ეს ხომ უხილავია, ჭია-ნამერალი კი უხილავად მხოლოდ ფალოსსა და ვაგინას ხედავს, გააჩნია, მოხაზულობა წაგრძელებულია თუ მომრგვალებული.

რეზო ამაშუკელის მიერ «ფრანგულ ბულდოგად» სახელდებულ ჭია-მერს ჟურნალისტი ჩაეკითხა, ხედავთ თუ არა ასეთად (მაკონსოლიდირებლად) თქვენს თავსო? ე, ბიჯო, რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდიო. მოკლედ, ეს ტიპი იმასაც კი ხედავს იქ, სადაც ის არ არის (კანტი – «კატა ბნელ ოთახში»)!

რას გაუგებ ფალოსოფოს ფილოსოფოსებს, ხან ერთი კარიდან მეორეში ვარდებიან, ხან მეორედან პირველში, ან არსად. ერთი წლის უკან «ევროპული საქართველოდან» იშვირა ფეხი, აუცილებელია გვერდზე გაწევა და მომავალი თაობებისთვის გზის დათმობაო და ახლა რამ აურია ის ფეხები?

ამონარიდი “საერთო გაზეთიდან” სტატია: “ხომ არ გეჩვენებათ, რომ უდე-ვანოს ვიოლინო ენმ-ის როიალშია?”