ევროპა უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისგან დაიღალა
ევროპა დაიღალა უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისგან და არალეგალურ მიგრანტებთან საბრძოლველად საკანონმდებლო ქმედებებს იწყებს. ევროპა ამ ზამთარს უკრაინიდან ახალი ტალღისთვის ემზადება, წერს Financial Times-ი.
- “უკრაინიდან და კონტინენტის სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების რაოდენობა საოცრად მზარდია. იანვრიდან სექტემბრამდე უკრაინელებმა ევროკავშირშითავშესაფარის 4,4 მილიონი განაცხადი შეიტანეს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, ახალი მთავრობის პირობებში, ხელმძღვანელობენ მოწოდებებს უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე არალეგალური მიგრანტების თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები თბილად მიესალმნენ უკრაინელ ლტოლვილებს კონფლიქტის დაწყებიდან პირველ თვეებში, მაგრამ, გაზრდილი ინფლაციის და ევროპული სახელმწიფოების ბიუჯეტების შემცირების გამო ისინი ახლა უფრო მეტად შიშობენ.
კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის მრავალი სამთავრობო პროგრამა მიგრანტების მხარდასაჭერად ვეღარ უმკლავდება მათ დიდ რაოდენობას, რომელიც კვლავ იზრდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში“, ნათქვამია სტატიაში.