საჭირო იყო რუსეთს ადრე დაეწყო მოქმედება უკრაინაში!

საჭირო იყო რუსეთს ადრე დაეწყო უკრაინაში მოქმედება. მაგრამ, ვიმედოვნებდით, რომ ყველაფერი მოაგვარებდებოდა მშვიდობიანად, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
- “როგორც ჩანს, ჩვენ გვიან მოვახდინეთ ორიენტირება. ეს ყველაფერი ადრეც უნდა დაწყებულიყო. ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებდით, რომ შეგვეძლო შეთანხმება მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში. მაგრამ ამაზე რას ვიზამთ?”
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელის განცხადებით „ მინსკის შეთანხმებები იყო მცდელობა კიევისთის დროის მისაცემად და საკუთარი თავის გასაძლიერებლად“. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვები მოსკოვის პოზიციის სისწორის მტკიცებულებად მიიჩნევს სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ნდობა უკვე „თითქმის ნულზეა“, მაგრამ მერკელის განცხადების შემდეგ „ გაურკვეველია, როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ვისთან და რა გარანტიებით.
- ”მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მოგვიწევს მოლაპარაკება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ამ შეთანხმებებისთვის, ღია ვართ, მაგრამ ეს გვაფიქრებინებს, რა თქმა უნდა, ვისთან გვაქვს საქმე“, – დასძინა პუტინმა.