(ვიდეო) სცემეს, კისერში ჩაარტყეს წიხლი, თავში ურტყამდნენ და მოტეხილობა აქვს ხერხემლის მალების
ქართული ანდაზის “დედა ნახე, მამა ნახე ” სიბრძნეს, ასე გამოკვეთილად სხვა მეორე შემთხვევაში ვერსად ვერ ნახავთ. უტიფრობა, სიჯიუტე, ქედმაღლობა, სიხარბე, სისულელე, სიმხდალე, ამპარტავნება, ეგოზიმი ..ამდენი ნეგატიური თვისება ერთბაშად დაყოლოდეს გენეტიკურად ადამიანს მშობლებისგან იშვიათია.
ყოფილი მთავარსარდლის მამა, ექიმი, პროფესირი, ყველა შესაძლო სამედიცინო ხარისხის მფლობელი ნიკოლოზ სააკაშვილი, შვილის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის “წამების” აბუსრდულ ისტორიებს ყვება, მოსამართლე არევაძეს შეურაცხყოფას აყენებს და მას უსინდისოს უწოდებს. იმუქრება, რომ თუ მოსამართლე სააკაშვილს არ გაათავისუფლებს შესაბამის ზომებს მიიღებს.
- ” დაზიანებული აქვს ხერხემალი და თვითონაც იძახის, რომ ათრიეს, სცემეს, კისერში ჩაარტყეს წიხლი, თავში ურტყამდნენ და მოტეხილობა აქვს ხერხემლის მალების. ძაან ესე რომ ვთქვათ, იცით, არა ექიმურად,
მთელი თაიგულია უმძიმესი გართულებების და უმძიმესი გამოვლინების დაავადების. - ან გადავადება , ან საერთოდ გათავისუფლება, იმიტომ რომ ის დიაგნოზები, რომელიც უკვე არის ათეულობით ფორმით წარმოდგენილი, ხომ სხვადასხვა ექსპერტებმა გასინჯეს, იძლევა საფუძველს გათავისუფლების, “-აცხადებს საააკშვილი უფროსი.
ყოფილი მთავრასარდლის მამა იმუქრება და ამბობს, რომ თუ მოსამართლე უარს იტყვის გათავისუფლებაზე “ეს საბუთები უცებ გადაფრინდება სტრასბურგში, უცებ! და დარწმუნებული იყავით 2 საათში მოვა პასუხი ჩვენთვის სასარგებლო. მაშინ შერცხვება არევაძეს, თუ აქვს ეს გრძნობა”, იმუქრება მამა ექიმი.