მთავარსარდლის დედა: მის უმადობას და ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს!

პროფესორი, თურქოლოგი, საქართველოს შუა საუკუნეების კულტურის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, Საზოგადო მოღვაწე გიული ალასანია, შვილის , მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უმადობაზე და აქდან გამოწვეულ დაბალ ჰემოგლობინზე წუხს და აცხადებს:
- „ ბოლო ერთი კვირაა ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აქვს. მის უმადობას და ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს, ვიდრე ეს მიზეზები არ ამოიფხვრება, ადამიანი საკვებს ვერ მიიღებს“, – განაცხადა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის, ილია ლომიას განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა აქვს და საკვების მიღება კვლავ უჭირს.
- „მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ისევ მაღალი ტემპერატურა აქვს, ვერ გადაადგილდება და საკვების მიღება უჭირს“, – განაცხადა ილია ლომიამ.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თაღლითია:
- ” პაციენტი იღებს მისთვის სასურველ საკვებს და ისიც, მისთვის სასურველ დღეებში. რაზეც მივანიშნებ, მიხვდით თქვენ ეს. ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ,არ!”-აცხადებს პროფესორი ჩხაიძე.