ქეთევან კიკნაძე: სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსნებთ ხოლმე ხშირ-ხშირად!
სახელმწიფომ ყურად არ იღო დიდი ქართველი მსახიობის, რეჟისორის, ღირსების ორდენის კავალერის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ასზე მეტი სპექტაკლის, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელის, უბრალოდ „დათა თუთაშხიას“ ავტორის გიგა ლორთქიფანიძის მეუღლის, მსახიობ ქეთევან კიკნაძის თხოვნა, გიგა ლორთქიფანიძესთვის სახლ-მუზეომის გახსნის თაობაზე და მისი კუთვნილი ბინა ქუთაისში გაასხვისა!
“სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსნებთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვინც თავისი ქვეყნის წარდულს და ისტორიას პატივს არ სცემს, ვერასოდეს წავა წინ, ასე იჩოჩიალებთ მთელი ცხოვრება“- წერს ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში.
- “ბრავო ქუთეისლებო! ხომ მიაკუთვნეთ ვიღაცას, გიგა ლორთქიფანიძის ბინა, საქებარი მერი და საქებარი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ეგენი მწყემსებად უნდა აერჩიათ. სამუზეუმო ქუჩაზე, [სარაჯიშვილის ქუჩაზე}ბინა 49-ში, მიშენებული ხუხულა, უნებართვოდ, აივანი მიშენებული, ესეც უნებართვოდ. საძირკველი გამოთხრილი. ახლა “შლაპები’ დაიდეთ თავზე არ დაგაწვიმოთ. ასეთი ხალხი,რომ ყავს მთავრობას ირგვლივ, იმიტომაა ამდენ ხლაფორთში,რომ არიან გახვეულები.
- ამ სახლში მარტო გიგა არ იზრდებოდა, აქ იზრდებოდა მარიკა ლორთქიფანიძე, ევგენი მიქელაძე, დამისახელეთ მსგავსი ადამიანები, სირცხვილი თქვენი, ამას შეგახსნებთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვინც თავისი ქვეყნის წარდულს და ისტორიას პატივს არ სცემს, ვერასოდეს წავა წინ, ასე იჩოჩიალებთ მთელი ცხოვრება, -წერს მსახიობი ფეისბუკის გვერდზე.