16 მარტი 2025

პოლიტიკაშიც არსებობს მორალი და ეს ყველამ უნდა დაიცვას!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე იმ ადამიანების მორალზე საუბრობს, ვინც ყოფილ მთავარსარდალს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდებს და პირიქით, მას პარტიული ინტერესებისათვის იყენებს. პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, აცხადებს მინისტრი ბრეგაძე.

  • -” ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს.
  • რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.