არახამიას აბსურდული და ცინიკური პირობები რუსეთს
უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს შემდეგი პირობების შესრულების შემდეგ:
- მოსკოვი გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან ,
- გადაიხდის რამოდენიმე ასეული მილიარდის რეპარაციებს,
- ყველა ომის დამნაშავე პირი სასამართლოს წინაშე წარდგება,
- რუსეთი ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს.
არახამიას თქმით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე შესაძლოა მზად იქნეს დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბროს უსაფრთხოების გარანტიებზე.