ლატვია რუსეთის აეროდრომების დაბომბვისკენ მოუწოდებს
ლატვიის წინადადება, ნება დაერთოს კიევს , რომ დაარტყას რუსეთის აეროდრომებს, უკრაინაში კონფლიქტის გაფართოების პროვოცირებას მოახდენს. შეერთებული შტატებში კი ამ რიტორიკას იწონებენ,
ვაშინგტონის მარიონეტი ლატვია არ გაახმოვანებდა ამ პროვოკაციულ წინადადებას შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე.
წერს თავის ვებგვერდზე პოლ კრეიგ რობერტსი, თეთრი სახლის ყოფილი წარმომადგენელი რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს.
- “ესკალაცია გაგრძელდება ისევე, როგორც ეს იყო ვიეტნამში. ვაშინგტონის მარიონეტი ლატვია არ გაახმოვანებდა ამ პროვოკაციულ წინადადებას შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე. ის (ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.) კონფლიქტის გაფართოებისკენ მოუწოდებს“, – მიიჩნევს ყოფილი ჩინოვნიკი.
მისი აზრით, შეერთებული შტატების ქმედებები უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ბირთვული დაპირისპირების რისკს იწვევს.
გასულ კვირას რინკევიჩმა მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს, ნება დართონ კიევს თავდასხმა განახორციელოს სარაკეტო ბაზებზე, საიდანაც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა იბომბება და „არ შეეშინდეს ესკალაციის“.
მოსკოვს, თავის მხრივ, არაერთხელ უთქვამს, რომ დასავლური იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, იარაღის ტრანსპორტირება კი რუსული არმიის ლეგიტიმური სამიზნე ხდება.