ასეთი რამ ჰიტლერსაც არ გაუკეთებია: საკუთარ ტანკში ჩადუღაბებული უკრაინელი მებრძოლები

საკუთარ ტანკებში გარედან ჩაკეტილი უკრაინული ტანკისტები, ტანკის ლულას უკან აბრუნებენ და ნელი სვლით ბარდებიან რუსებს. რუსმა სამხედროებმა იპოვეს ტანკები, საბრძოლო ჯავშანტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებშიც უკრაინელი სამხედროები ყველა მხრიდან იყვნენ ბლოკირებულები, შედუღებული, ანუ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრებს მანქანა ვერ დატოვებინათ. ფაქტობრივად, უკრაინული სარდლობა მათ თვითმკვლელებად აქცევდა, მაგრამ სიცოცხლის სურვილი ჯარისკაცებს ჩაბარებას აიძულებდა.
- „აბრუნებენ კოშკურას, ნელ-ნელა მოდიან ჩვენს პოზიციებზე და ჩერდებიან, ძრავს თიშავენ. ტანკიდან ყვირილი და დარტყმის ხმა ისმის. ძირითადად, ურტყამდნენ სამ მოკლე და სამ გრძელ სიგნალს, ანუ SOS სიგნალს, ჩვენი ტექნიკოსებს გამოჰყავთ უკრაინელი მებრძოლები იქიდან“, განაცხადა რუსმა მებრძოლმა.
ბლოკირებული უკრაინელები, როგორც რუსმა სამხედროებმა აღნიშნეს, უმეტესწილად აღარ იბრძვიან – “მათ ესმით, რომ ეს არის გარდაუვალი სიკვდილი”.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის 7,4 ათასი ერთეული უკრაინული სამხედრო მანქანა გაანადგურეს მიმდინარე სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში.
https://ria.ru/20221203/plennye-1836080388.html