120 კილო, ბუღასავით , გემრიელი , ნახევარ ლიტრიან არაყსაც ურტყამდა და 100-მდე ხინკალსაც მიირთმევდა
120 კილო, ბუღასავით, საპყრობილეში თავისი ფეხი „ჩაბარებული,“ ყოფილი მხედართმთავრის მხარდამჭერები „ქართული ოცნების „ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, ბევრი „ მიშა, მიშა, ჯოს- ჯოს“, იყვირეს და დაიშალნენ. კრებაც დარჩა მხიარული და დამკვეთიც. „ათიათასობით“ შეკრებილებმა შიგადაშიგ მუქარაშემცველი გზავნილებიც გაახმოვანეს და პირობა დადეს, რომ “ბრძოლის ყიჟინას” არ დასცემდნენ თუ მათი სექტის ლიდერს სამკურნალოდ ევროპის კლინიკაში გადაიყვანდნენ.
- „ ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღებს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას“- ამის შესახებ პოლიტიკური სექტა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ცნობისათვის, ოცნების ოფისის წინ მეაქციეთა რაოდენობაზე ხუთჯერ მეტი სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.