6 დეკემბერი 2024

იაკობ ბრუსი:  რა არის სული, როგორ ვიბადებით, რა ხდება გარდაცვალების შემდეგ?

ყველაზე მეტად ადამიანს  საკუთარი გარდაცვალება, სიკვდილის ფენომენი და იმქვეყნიური არსებობის  დეტალები  აინტერესებს.  მხოლოდ თემასთან ახლოს მყოფი ადამიანებისათვის, გთავაზობთ,  რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ  სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე იაკობ ბრუსის (ორლოვის) მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით.

გარდაცვალება

 გარდაცვალებით არაფერი სრულდება. პირიქით, სული უბრუნდება მარადისიობას, სახლს, მეტაკოსმოსში არსებულ საკუთარ „მე“-ს (ზოგჯერ სინდისის ხმას ვუწოდებთ) 25-30 %-ს ნაწილს და ერთ მთლიანად ერთიანდება.

არსებობს სასულეთში  4 სახეობის გარდასვლის გზა:  დახრჩობა,დამწვრობა, ავადმყოფობა და ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მკვლელობა, (იგულისხმება ავტოსაგზაო, საავიაციო  შემთხვევაც)  თვითმკვლელობის გამორიცხვით. თვითმკვლელები ცალკე თემაა. ისინი  ხვდებიან შავ ხვრელში და აღარ ბრუნდებიან დედამიწაზე. არავის არ აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით გაანადგუროს სული და უფლის მიერ  ნაჩუქარი სიცოხლე!

  არსებობს სულის სხეულიდან გასვლის ორი მეთოდი.

  1. წინასწარ დაგეგმილი, როცა წინასწარ ცნობილია სულის მიერ სხეულის დატოვების დრო, როდესაც ყალიბდება სპეციალური არხი , ე.წ. თეთრი გვირაბი სულის გვამიდან – სპეციალურ დონემდე მოგზაურობისათვის,
  2. დაუგეგმავი, როდესაც უბედური შემთხვევის , სხვა სუბიექტის ან საკუთარი ტვინის არასწორი მოქმედების გამო  (сбой мозга) ხდება სულის დაუგეგმავი გასვლა სხეულიდან.  ამ დროს გარე  უარყოფითი გავლენის და ნეგატიური ძალების ზემოქმედების  თავიდან ასაცილებლად სულის ირგვლივ ყალიბდება ერთგვარი კვერცხისებური სფერო, სადაც სული დაცულია და  განთავსებულია 9 დღემდე ვადით.

უნდა აიღნიშნოს რომ, როგორც ასეთი დ რ ო , გამოსათვლელი  ერთეული იმ ქვეყნად არ არსებობს. არ არსებობობს  წარსული და მომავალი, დრო ერთიანია. სულს, გარკვეულ დონეზე ( ზესკნელი დონეები ცალკე თემაა )  შეუძლია შევიდეს ინფრომაციულ ველში ( ბაზაში) და ინტერესის შემთხვევაში ნახოს საკუთარი თუ სხვისი დედამიწური  ცხოვრების ნებისმიერი დეტალი, წარსული, მომავალი.

  სულის გასვლა სხეულიდან.

  • ეს არის წამიერი იმპულსი, როდესაც სული მტკივნეულად გადის სხეულიდან. სული  ამ დროს ფართოვდება ზომაში. (დაბადებისას პირიქით – მცირდება) ადამიანის სულის უმეტესობა დედამიწური ცხოვრებისას  ასრულებს დაბადებამდე, წინასწარ დასახული მისიის, მიზნის  დაახ.60-70  %-ს.
  • გადაცვალებისას სულს ეუფლება საოცარი სიმსუბუქე, თავისუფლდება გვამის,სხეულის ყველა ტკივილისგან, გარუკვევლობაშია. სულთა გარკვეული რაოდენობა ცდილობს უკან სხეულში დაბრუნებას.
  • გარდაცვალების შემდგომი 3 დღის განმავლობაში სულს აქვს ემოცია, ესმის, განიცდის, ვერ გაუგია რა მოხდა, უკვირს რომ მისი არ ესმით. ამ დროის მანძილზე სული კიდია საკუთარი გვამის ზემოთ დაახ. 3-4 მეტრ სიმაღლეზე და დაყურებს სხეულს.
  • 3 დღის შემდეგ სულთან მოდიან ნათესავი სულები და უხსნიან თუ რა დაემართა და რა მოხდება შემდგომ. აჩვენებენ  მას ფილმს განვლილი ცხოვრების შესახებ და ასევე აჩვენებენ მეორე ფილმს, თუ როგორ შეეძლო სულს, სწორად გაევლო  დედამიწური ცხოვრება. ჩვენების შემდეგ სულს ეძლევა  გარკვეული დრო  ცხოვრების მანძილზე დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად. სწორედ, ამისათვის  სულს  უნარჩუნდება  გარკვეული ენერგია, დაახ. 3-5 ჰერჰამდე. ცოცხალი ადამიანის ენეგრგეტიკა შეადგენს:
  1. უმდაბლესი- 2,7 დან 9,7 ჰერცამდე.
  2. დაბალი ვიბრაცია- 9,7 -დან – 26 ჰერცამდე.
  3. საშუალო 26-56 ჰერცი.
  4. მაღალი 56- 115 ჰერცი.
  5. უმაღლესი 115-205 ჰერცი.
  6. გარდაცვალების შემდეგ სულს  ნაწილ- ნაწილ, ეტაპობრივად ეთიშება მეხსიერება.
  • უნდა აღინიშნოს , რომ მეხსიერება არ აქვს ადამიანის ბიოლოგიურ ტვინს,  არამედ მის მენტალურ ველს გააჩნია.  გარდაცვალების შემდეგ ნადგურდება ადამიანის 7 სამშვინელიდან- 5 .
  • გარდაცვალებიდან 9 დღემდე  დღეს სულს ეძლევა საშულება მოინახულოს საყვარელი ადგილები, ადამიანები, სიზმარში გამოეცხადოს,  როგორც წესი, ახლობელ ერთ ადამიანს.
  • გარდაცვალებიდან მე-9 დღეს გვამს ტოვებს ასტარლური სხეული,  ე.წ. სული და აყავთ  მე-2 საფეხურზე, სადაც  ელოდება მე-40 დღეს ანუ საბჭოს.
  • 40 დღემდე ყველა სული მე-2 დონეზეა.

ერთობლიობაში  68  % მეტი  შავი ენრეგიის მქონე სულებს არ უშვებენ ე.წ მოსაცდელ დონეზე, სანამ ეს ენრეგია , ე.წ „ლიარვა“ არ დატოვებს მას.

  • მე-40 დღეს სული განსასჯელად აყავთ  მე-7 დონეზე, სადაც მას ელის ე.წ. საბჭო .

საბჭო შედგება უფლის, ანუ აბსოლუტის  წარმომადგენელის, მფარველი ანგელოზის (კურატორის), ქვესკნელის ანუ სატანის წარმომადგენელის , უმაღლესი „მე“-ს და თავად სულისგან.

  • მე-40 დღეს საბჭოზე სულს კვლავ აჩვენებენ  მთელ განვლილ ცხოვრებას ფილმის სახით, ასევე  ალტერნატიულს, თუ სწორად როგორ შეეძლო მისი გავლა და დამატებით უსმევენ  გარკვეულ კითხვებს მისი ჩადენილი ქმედებების შესახებ.

ამ დროს  კვლავ დგინდება დედამიწური ცხოვრების მანძილზე დაგროვილი უარყოფითი და დადებითი ენრეგიის ფარდობითობა, პროცენტულობა.

თუ, სულს 68%-ზე მეტი შავი  ენერგია აღმოაჩნდება, ის  ჯოჯხეთში არ მიყავთ და ნადგურდება შავ ხვრელში.  შავი ენერგიის პროცენტულობა დგინება სულის არსებობის მთელი არსებობის, მთელი ციკლის მანძილზე დაგროვილი შავი ენრეგიის ერთობლიობისგან.

  • ამ მომენტისათვის დედამიწაზე საერთო ჯამში სიკეთის და ბოროტების თანაფარდობა 59%-ია , ბოროტი, შავი ენერგიის მატარებელი ადამიანების  უპირატესობით.
  • მე-40 დღეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას  სულის შემდგომი ბედის შესახებ- თუ, ზესკნელის რომელ დონეზე განაწესოს ის  ან ჩააბაროს ქვესკნელის (სატანის) წარმომადგენელს, რომელიც ამავდროულად ესწრება სასამართლოს.
  • დადებითი გადაწყვეტლების მიღების შემდგომ სულს აბრუნებენ I დონეზე და IV  დონემდე მიდის მისი გათავისუფლება- განწმენდა  დედამიწური ცხოვრების დროს დაგროვილი  უარყოფითი , შავი ენერგიისგან.
  • ფაქტობრივად, 40 დღემდე ადამიანის სხეული სრულად გარდაცვლილად არ ითვლება.
  • 40 დღის შემდეგ გარკვეულ, დედამიწურ დრომდე , დაახ. 4-8 წელი, სანამ სული არ მიაღწევს  მე-4 დონეს , მასთან  კონტაქტი შეუძლებელია.
  • ლოცვები, სანთელი– ესაა  ცოცხალი ადამიანის  ენეგრგეტიკული გზავნილი მიცავლებულისათვის. ამ დროს თქვენი ენერგიის ნაწილი, აზრები უსწრაფესად მიდის მიცვალებულამდე, რაც საჭიროა მისი წინსვლისათვის დონეებზე.  ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია  სულის ენერგიით კვება- სანთლის დანთება, ლოცვების წაკითხვა.
  • მე-4 საფეხურზე ასვლის შემდეგ სული ხდება უკვდავი. ვადა ინდივიდუალურია , საშულოდ 6-8 წელი , ხდება 15 წელიც. დამოკიდებულია იმაზე, თუ სული როგორ შეიცნობს დაშვებულ შეცდომებს და გაანალიზებს მას.
  • მეხუთე დონეზე- სული  რამდენიმე თვეა, რის შემდგომაც ის სრულად  უერთდება თავის 25% „მე“-ს.
  •  მე- 4, მე- 5, მე- 6 დონეზე ყოფნისას გარდაცვლითა სულებს შეუძლიათ  მოინახულონ საკუთარი საფლავი, როცა მათი ახლობლები იქ არიან. სასაფლაოზე მისვლისას სული მოდის თქვენთან და გაკვირდებათ.
  • გარკვეული დატვირთვა აქვს ადამიანის გარდაცვალების წლისთავს, როდესაც კვლავ იკრიბება საბჭო და ამოწმებს სულის ცნობადობას, გათვითცნობიერების დონეს, ადრე მიღებული გადაწყვეტილების მის სასიკეთოდ შესაცვლელად.
  • გარდაცვლილ სულს წლის  გასვლის შემდეგ ემოცია  სრულად არ გააჩნია , ამიტომ გამოთქმა  „წუხს, განიცდის, უახარია“ – არასწორია.
  • ჰიპნოზის დელტა და ტეტა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს,  ჰიპნიზიორის ხელმძღვანელობით  შეუძლია დაამყაროს კონტაქტი სულებთან, უმაღლეს „მე“-ს თან  ( ხდება იშვიათად  დამოუკიდებლადაც! )  ამ დროს  ადამიანის ტვინის მხოლოდ მარცხენა  ნახევარსფერო მუშაობს და ცნობიერება გათიშულია, რაც გამორიცხავას ტვინის სინუაციებს.

სიზმარი- ეს არის ადამიანის „ალფა“ მდგომარეობიდან „დელტაზე“ გადასვლა.  სიზმარში ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად  ავიდეს  მე-6 დონემდე, სადაც არის ინფორმაციის ერთიანი ცენტრი, ბაზა, „კეში“ .  დონის სიმაღლე  ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს.  სიზმარი- ეს არის ადამიანის სულის დროებით  გასვლა საკუთარი  სხეულიდან, რომელიც ინარჩუნებს მასთან ბმას.  

სიზმარი საჭიროა ადამიანის მიერ დღის მანძილზე მიღებული ინფორამციისგან დასაცლელად  და კომოსიდან ახალი ინფორმაციის მისაღებად.

  • გარდაცლილი ადამიანის სულებმა, (თუ ისინი რეალურად სულები და არა ჰოლოგრამიანი ქვესკნელის წამომადგენლები არ არიან ) ტყუილი არ იციან,  ისინი იკვებებიან კოსმიური ენერგიით.
  • არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის კრემაცია. ამ დროს იწვება  ადამიანის ყველა  სხეული, ყველა ველი,  ნადგურდება ინფორმაცია, რის აღდგენას  გარკვეული დრო სჭირდება , ამ დროს  სული ვერ ცდება პირველ საფეხურს და ხშირად  იქცევა „ლიარვად „ „დამავოი“.

რა დროს მიყავთ სული პირდაპირ ქვესკნელში (ჯოჯოხეთში)?

ეშმაკის ჩასახლება ადამიანში.

  დღეს მრავლად არსებობენ ეშმაკთან  საკუთარი ნებით ,ხელწერილით კოტრაქტში მყოფი ადამიანები. ეშმაკები ცრუ დაპირებებით  პირდაპირ ყიდულობენ ადამიანის სულს. გარდაცალების შემდეგ სული  ეშმაკის საკუთრება ხდება. ეშმაკს სული მიყავს ჯოჯოხეთში და მონად იხდის. ანუ სარგებლობს, იკვებება  მის მიერ დაგროვილი, გამომუშავებული  ენრეგიით.

  • განსაცდელის , სასოწარკვეთის  დროს , თვალის ცემის, წყევლის, ჯადოს, ენეგრეტიკული დატყმის, მაგიური რიტუალის  და სხვა ენეგრიის გამცემი  გარემობის დროს, როცა ადამიანის ვიბრაციული დონე ეცემა  წამიერად  კატასტროფულ დონეზე , 1,1 ჰერც ზღვრამდე, ბოროტი სული, (პლიარვა, ეშმაკი)  რომელიც ძირითადად მზის ჩასვლის პირველ დონეზე სახლობს  სარგებლობს  სიტუაციით და  შედის ადამიანში. ხშირად ადამიანი გრძობს ამას კეფის არეში.
  • ამ დროს ხდება ეშმაკის და განრისხებული ადამიანის და ვიბრაციების თანხვედრა . პლიარვას, ეშამკის  ვიბრაცია   შეადგენს 0,5,-1,5  მეგაჰერცს, რომელიც იზრდება სხეულში მოხედრისას 9-15  მეგერცამდე და ჭამს, ანადგურებს  ადამიანის სულს.
  • შესაძლოა ადამიანში პარალელურად  ერთი ან რამოდენიმე ეშმაკი სახლობდეს.

არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა ეს იყოს უცოდველი,  არ შემცოდე  ადამიანი, რომელსაც არ დაურღვევია მეტაკოსმოსის კანონები. ამიტომაც , გასათვალისწინებელია მოვერიდოთ  უარყოფით ენეგრეტიკულ  სიტუაციებს, რაც მდგომარეობს-  ძლიერ სულიერ  აფეთქებაში, ნეგატიური ინფორმაციის წაკითხვაში,  დაძაბულ ურთიერთობებში, ნეგატიური ფილმის ყურებაში, ლანძღვა-გინებაში და ა.შ.

  • ლიარვა , დაბალი ენრეგიის, დაბალი რანგის ეშმაკუნა – ჭამს  სულის  თეთრ ენერგიას,  ცნობიერების  და ავსებს მას  შავი ენერგიით  (შესაძლოა 45% -მდეც კი). ლიარვები  ძირითადად მეტაკოსმოსის  1-2 დონზე სახლობენ და ფლობენ იქ მყოფი სულების შესახებ ნებიმიერ ინფორმაციას. ისინი სხვადასხვა ფერების არიან.
  • ადამიანს ლიარვის შესვლისას უჩნდება  ხერხემლის ტკივილი, რადგან ხერხემალი  ენეგრეტიკული  ღეძია ადამიანის.

 ზოგადად,  რამოდენიმე  კონკრეტული ადგილი არსებობს ადამიანში ეშმაკის ჩასახლების:

  • კეფის მიდამოში ჩასახლებულ ლიარვა ჭამს ცნობიერებას, ადამიანს უძნელდება ფიქრი, აზროვნება, გულ-მკერდის არეში ჩასახლებისას ადამიანს უძნელდება სუნთქვა, არ აქვს არავის ნახვის და არაფრის კეთების სურვილი , აქვს აპათია, ფსიქოზი და რადგან  ლიარვა ენეგრეტიკულ სუბსტანციაა,  მის ყოფნას, მის არსებობას  ვერანაირი რენდგენი ვერ ადგენს.
  • გულ-მკერდის ველი.

მნიშვნელოვანმია, რომ ლიარვას აქვს უნარი იკვებოს არა მხოლოდ ჩასახლებული  ადამიანის, არამედ დისტანციურად  „მასპინძელთან“ ახლოს მყოფი ადამიანების ენერგიით !

 დაბადება

  • ადამიანის სულის ფორმირება ხდება სულთა სპეციალურ დონეზე.  სულის ფორმირება ხდება როგორც სულის  დედამიწაზე “ცხოვრებათა შორის დასვენების” შემდეგ, ასევე  მომენტალური გაწყვეტილებით. გააჩნია სულის კონკრეტულ მისიას დედამიწაზე გამოგზავნის წინ.
  • ადამიანს ამ საყაროში აქვს როგორც წესი 7 რეინკარნაცია, შეიძლება ჰქონდეს 8-13 რეინკარნაცია, თუ  სულმა ვერ შეასრულა  პროგარმა, ამოცანა.
  • სული შედგება: 20% -მატრიცის ნაწილაკების, 20%- კოსმოსური ენერგიის, 10%-აბსოლუტის ენერგიისგან. დანარჩენი ნაწილი  სინქრონიზებულია სულის კოდისგან.  ადამიანს გააჩნია სულის უნიკალური კოდი, რომელიც  იწერება აბსულუტის ( უფლის)  მიერ.  უნდა ვიცოდეთ, რომ  მართალი სული მუდმიავია და მუდამ არსებობს.
  • სხეულში დაბადებამდე   სული არსებული დონიდან აყავთ  მე-17 დონეზე , სადაც ამზადებენ  ჩასასახლებლად ახალშობილის სხეულში. სულს აცნობენ მომავალ საკუთარ სხეულს და ამზადებენ საშუალოდ  2-3 წლის განმავლობაში.
  •  მე- 15 დონეზე  სულს  აცნობენ  მომავალ ოჯახს: მშობლებს, და-ძმებს, სხვა ადამიანებს ვისთანაც, შესაძლოა ჰქონდეს  კონტაქტი და ურთიერთობა დედამიწურ  ცხოვრებაში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეიტანენ მის ცხოვრებაში.
  • სული ემბრიონში ნაწილ- ნაწილ  შედის.  ნაწილი ორსულობის მე-4 თვეს, ხოლო სრულად ანუ მაქსიმუმ 75% – 1 წლის ასაკში.
  • 1 წლამდე ბავშვის სული გადის საადაპტაციო პერიოდს.
  • სულის 25-30% მუდმივად რჩება მეტაკომოსში, განსახლების ძველ დონეზე, აკვირდება დედამიწაზე მყოფი სულის ნაწილს,  თუ როგორ გადის სული დასახულ პროგრმას. მას ჩვენ „უმაღლეს მეს“ ვუწოდებთ.
  • დაბადებისას ყოველ ადამიანს  (კოსმიური სულის გარდა) ენიშნება კურატორი, რომელსაც მფარველ ანგელოზს ვუწოდებთ.  ასეთი სული გვაძლევს მინიშნებას  სიზმრების, სხვადასხვა მოვლენების სახით, გარკვეულ ადამიანებს უშუალოდ ეცხადება კიდეც ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში, განსაცდელისას და მიგვანიშნებს სწორ გაზაზე.

  არსებობენ ადამიანები სპეციფიკური პროგრამით, რომელთაც  „უმაღლესი მე“  არის მე-12-13 დონეზე , ამიტომაც მათ მფარველი ანგელოზი არ ჰყავთ , არ საჭიროებენ. მათში არის განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც აღმოაჩმნდებათ  საჭიროების შემთხვევაში.

  • კარმა- ეს არის დასჯა წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის. არსებობს კარმული კვანძები, რომელიც უნდა გაიხსნას. კარმა იგეგმება სულის პროგრამის შედგენისას.
  • ბედი- ეს წინასწარგანსაზღვრულია ზეციური ძალების მერ და ვერ შეცვლი. თუმც, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანს უწევს გადაწყვეტა საით, რომელი გზით წავიდეს .
  • დასახული პროგრამის ცვალებადობა შესაძლებელია.
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვს  შენარჩუნებული აქვს გაუცნობიერებელი კონტაქტი სასულეთის მე-4  საფეხურთან. ამიტომაც არის, რომ  გარკვეულ ბავშვებს ახსოვთ საკუთარი წარსული ცხოვრება.  იხსენებენ საკუთარ მშობლებს, საცხოვრებელ, ადგილს, ენას, პროფესიას, ჩვევებს ( მაგალითად: პიანინოზე დაკვრა)  და სხვას. წარსულიდან მომავალი ინფორმაცია  წელთა განმავლობაში სუსტდება და იაკრგება.
  • 14-15 წლამდე ბავშვებს საინფორმაციო კოსმოსური არხები ღია აქვთ.
  • ტყუპები ეს არის ახლობელი სულები. მათ უფრო რთული პროგარამა აქვთ. ტყუპების ენერგეტიკული ველი რაც არ უნდა შორს იყოს ერთიანია, ის წელვადია
  • გასათვალისწინებელია, რომ ყოველი აბორტისას ქალი იღებს  3-4%-მდე  შავ ენერგიას.
  • 15-16 წლამდე ასაკის ბავშვების პარალელურად მშობლების მფარველობის (პასუხიმგებლობის) ქვეშ ითვლებიან.