კიბოთი დაავადებულ პელეს ქიმიოთერაპია ვეღარ შველის
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ, რომელიც უკვე მეორე წელია კიბოს ებრძვის, ქიმიოთერაპია შეწყვიტა. Folha de Sao Paulo-ს ცნობით, 82 წლის სპორტსმენის სხეული, სამწუხაროდ, აღარ რეაგირებს ასეთ მკურნალობაზე.
გამოცემის ცნობით, ექიმები პელეს ტკივილის შესამსუბუქებლად პალიატიურ დახმარებას უტარებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში ფეხბურთელს ნაწლავებში, ფილტვებსა და ღვიძლში მეტასტაზები დაუდგინდა.
პელე (ნამდვილი სახელი Edson Arantis do Nascimento) ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მოიგო სამი მსოფლიო თასი (1958, 1962 და 1970 წლებში). ბრაზილიის ნაკრებში 92 მატჩში მან 77 გოლი გაიტანა.