6 დეკემბერი 2024

პროფესორი კვესელავა: უკრაინა საბჭოური პერიოდის სახელმწიფოა!

ანალიტიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა:

  • უკრაინა-საქართველოს შორის ისტორიას თუ გადავხედავთ, «ჩახუტება» არასდროს ყოფილა. საქართველო დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალეს დროს უკვე ერთიანი სახელმწიფო იყო. სლავურ ხალხებში ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლები მიმდინარეობდა. პოლონელებს რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა სურდათ. ცრუ დიმიტრის და სხვათა ბრძოლების მერე მოდის რომანოვების დინასტია და გაერთიანებისთვის ბრძოლა იწყება.
  • ისმის კითხვა: არსებობდა თუ არა უკრაინის სახელმწიფო? აქ საუბარი შემდგარ ან შეუმდგარ სახელმწიფოზე არ მაქვს. უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ან სამეფოს შესახებ ისტორიაში არაფერი მსმენია. უკრაინის რუსეთთან მიერთება 300 წლის წინათ მოხდა. უკრაინა გახლდათ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობა არ გააჩნდა.
  • მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში ჯერ კიდევ არ არსებობს დოკუმენტი, რომ უკრაინის სახელმწიფო არსებობდა. იგი საბჭოური პერიოდის სახელმწიფოა.
  • საბჭოთა კავშირს ხშირად ევროკავშირს ვადარებ. მათში საერთო ტენდენციებს ვხედავ. სხვადასხვა კონსტიტუციების მქონე ეროვნების ხალხების გაერთიანება ეკონომიკური, კულტურული და სხვა თვალსაზრისით, მარტივი არ არის. ეს ერთობა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სტალინური სოციალიზმი. მსოფლიოში არცერთი გაერთიანება მყარი არ ყოფილა. ერთობა ერთ-ორ საუკუნეს ძლებს და მერე ცალ-ცალკე სახელმწიფოებად იშლება.

თამარ შველიძე

ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ : საერთო გაზეთი