საქართველოში მეხუთე კოლონის პარპაში უნდა აღიკვეთოს!
უკრაინის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და ამ მოვლენებს მიბმულმა საერთაშორისო მასშტაბების სხვადასხვა საკითხებმა, ძირფესვიანად შეცვალა ქართული პოლიტიკური ცხოვრება და ისეთი მყიფე სახიფათო რეალობა შექმნა, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
ეს ე. წ. რადიკალური ოპოზიციური პარტიები, «ნაცმოძრაობის» მეთაურობით, შეეცდებიან, ისარგებლონ შექმნილი მდგომარეობით და უკიდურესად პროვოკაციული და ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით ღიად დააპირისპირონ საქართველო რუსეთს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს.
ისინი შესანისნავად გრძნობენ, რომ ახლა «მათი დროა», რომელიც მოცემულ მომენტში თუ ეფექტურად არ გამოიყენეს, შეიძლება მსგავსი შანსი არასოდეს მიეცეთ.
ამიტომ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, თუ ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრ კონტროლს დააწესებს როგორც «ნაცმოძრაობის», ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფების თუ ცალკეული პერსონალიების მიმართ.
არც რეპრესიებისკენ მოვუწოდებთ ვინმეს, არც ზედმეტი სიმკაცრისკენ – უფრო მეტ სიფხიზლეს, უფრო მეტ ყურადღებას, მეტი პრევენციული ზომების მიღებას მოვითხოვთ, რადგან დღეს ის მდგომარეობ არ არის, რაც გუშინ იყო.
დღეს საქართველოც არაორდინარულ სიტუაციაში იმყოფება და, გამომდინარე აქედან, საქართველოს ხელისუფლებაც და ქართველო საზოგადოებაც ისე უნდა მოიქცეს, როგორც შექმნილ მდგომარეობას შეეფერება.
საქართველოში მეხუთე კოლონის პარპაში უნდა აღიკვეთოს!
ვახტანგ ხარჩილავა
«საერთო გაზეთი» N7, 2022