ვენეციის კომისია, ეუთო/ოდირი თუ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი?
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი გადაუგზავნა.
- “უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ვენეციის კომისიას 1 წელიწადზე მეტი დასჭირდა და ჯერჯერობით, დასკვნა არ არის. ახლა იგივე ტექსტთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით იმედია, მალე იქნება პასუხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა.
რა საჭიროა პარლამენტის 150 მუქთახორა დეპუტატი ან, სასამართლოს მუშაკთა მთელი არმია(საკონსტიტუციო სასამართლო 73, უზენაესი სასამართლო 225 ,საერთო სასამართლოები 1.865,იუსტიციის უმაღლესი საბჭო 93 ადამიანი) თუ ყველაფერს ვენეციის კომისია, ეუთო/ოდირი და ღამის მორიგე მოსამართლეები წყვეტენ?
ასეთი რამ, ხომ სსრკ-ს დროსაც არ ხდებოდა?!