7 ოქტომბერი 2024

რუსეთის დუმის სპიკერის პროვოკაციული ვიზიტი სოხუმში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სოჩაში ვიზიტის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვოლოდინი  სოხუმს ეწვია.

ვოლოდინის ვერტმფრენი  „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში“ დაეშვა. რუსეთის დელეგაციას შეხვდნენ აფხაზეთის  „პარლამენტის თავმჯდომარელაშა აშუბა, ვიცე-სპიკერები ფაზლიბეი ავიძბა, ასტამურ არშბა, აშოტ მინოსიანი, „რუსეთის ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი, რუსეთის სავაჭრო “წარმომადგენელი” აფხაზეთში ზალინა კობესოვა. 

ვოლოდონმა ყვავილებით შეამაკო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლების მემორიალი.

  • “თუ ეკონომიკურ მიღწევებზე ვსაუბრობთ, სავაჭრო ბრუნვა იზრდება. უკვე წელს ის 41%-ით გაიზარდა, აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ხუთ ქვეყნიდან ერთ-ერთია.
  • თქვენი „ქვეყანა“ მეორე ადგილზეა ჩვენს ტურისტებს შორის. თუ გასული წლის შედეგებს ავიღებთ, აფხაზეთში 5 მილიონზე მეტი მოგზაურობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ.
  • რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ტურიზმი ვითარდება“, განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ხუთშაბათს „რესპუბლიკაში“ ვიზიტისას.

მეორე მხარეა რა დატვირთვა აქვს, რას ემსახურება რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის  პროვოკაციული  ვიზიტი ოკუპირებულ რეგიონში, მაგრამ ფაქტია, ისინი საკუთარ კურსს მიზანმიმართულად  აგრძელებენ, რაც ნეგატიურად  ისახება  ქართველი და რუსი ერების ურთიერთობაზე და “Изгой”-ად (განდეგილებად) აქცევს მათ მსოფლიო საზოგადოებაში.