ნარკოტიკებთან მებრძოლი ქალბატონი ავღანეთის შემდეგ ყველაზე „რთულ ფრონტზე“- საქართველოში ჩამოდის
აშშ-ის საელჩომ საქართველოში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ქალბატონი ემი ვ. დიაზი – კარიერული დიპლომატი, რომლის რეზიუმეში ყველაზე თვალშისაცემი სტრიქონი არის: „ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში“.
დიახ, სწორედ ის ქალი, რომელიც ავღანეთში ჰეროინის, ოპიუმის და ყველა სხვა „სამამულო პროდუქტის“ წინააღმდეგ იბრძოდა იმავე პერიოდში, როცა ამერიკელები უკვე აგროვებდნენ ჩემოდნებს და ფიქრობდნენ, როგორ გაქცეულიყვნენ კაბულის აეროპორტს. ახლა კი იგივე გამოცდილებით მოდის თბილისში. როგორც ჩანს, ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ საქართველო „პოსტკონფლიქტური“ ზონიდან უკვე გადავიდა „პოსტნარკოტიკულ“ ზონაში და სჭირდება სპეციალისტი, რომელმაც იცის, როგორ ებრძოლო იმას, რაც უკვე ყველგან არის.
ქალბატონ დიაზის კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია:
- მალავიში საქმეთა დროებითი რწმუნებული – ქვეყანა, სადაც მთავარი პრობლემა ტაბაკი და ჩაი იყო, და არა ჰეროინი.
- ზიმბაბვეში საკონსულო განყოფილების უფროსი – იქაც, სადაც ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ნარკოტიკების მოხმარება.
- და, რა თქმა უნდა, ქაბული -კულმინაცია. იქ, სადაც ამერიკელები 20 წელი ებრძოდნენ ტალიბებს, ნარკოვაჭრობას და საკუთარ თავს, და ბოლოს ყველაფერი დატოვეს ისე, როგორც იყო.
ახლა იგივე სპეციალისტი მოდის საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ აქაც „რთული გეოპოლიტიკური გარემოა“ და ვიღაცას სჭირდება ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს „არასასურველ ნივთიერებებს“ – იქნება ეს ოპიუმი, რუსული გავლენა, თუ უბრალოდ ადგილობრივი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი.
უბრალოდ ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ ახლა საჭიროა უფრო „გამოცდილი“ კადრი ისეთი, რომელმაც უკვე ნახა, როგორ იშლება იმპერია და აქვს ამის შესაბამისი გამოცდილება.
ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ქალბატონო დიაზ.სამწუხაროდ, საქართველოს არსებული ხელისუფლება მზად ვერ იქნება”გემსახუროთ”, ისე როგორც წარსულში, აქ ნარკოტიკებიც ნაკლებია ვიდრე ავღანეთში, მაგრამ პოლიტიკური ჰალუცინაციები -იცოცხლე, არანაკლები და თქვენი გამოცდილება აუცილებლად გამოადგება საქართველოს.
ველქომ!
