31 ივლისი 2026

ნუ გიხარიათ, ნაცებო: მამუკა მდინარაძის დანიშვნა თქვენი პოლიტიკური დასასრულია!

მამუკა მდინარაძის რეგიონალურ კოორდინატორად დანიშვნა არ არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება. ეს არის სახელმწიფოებრივი მასშტაბის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ადმინისტრაციული ეფექტიანობისა და კორუფციისგან გაწმენდის პროცესს.

ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტების ბანაკში ნაადრევად ზეიმობთ და გიხარიათ. ეს თქვენი პოლიტიკური აღსასრულის დასაწყისია. სადაც მამუკა მდინარაძე ჩნდება, იქ სისტემა აუცილებლად იწმინდება „ნაციონალური სექტის“ ნარჩენებისგან , ჯერ თუნდაც არასრულად, მაგრამ ლოგიკური და შეუქცევადი შედეგისკენ. ეს პროცესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობას და მოქალაქეთა კანონიერ მოთხოვნას – რომ მუნიციპალიტეტები და რეგიონები აღარ იყვნენ პირადი ინტერესებისა და პარტიული კლანების ტყვეობაში.

მუნიციპალიტეტების მერების, მათი მოადგილეების, გუბერნატორებისა და ყველა იმ პირის, ვინც სახელმწიფო რესურსს პირადი ან პარტიული სარგებლისთვის იყენებს, პოლიტიკური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დღე დგება. მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით მოსალოდნელია რადიკალური, მაგრამ კანონით დაცული საკადრო წმენდა: მავნებლების, უმოქმედოებისა და კორუმპირებული ელემენტებისგან გათავისუფლება. რეგიონებს აქვთ გადამწყვეტი სიტყვა სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ იქ მუშაობდნენ მხოლოდ კომპეტენტური, პატრიოტული და კანონმორჩილი კადრები.
თუნდაც ხვალ ჩატარდეს არჩევნები, გარწმუნებთ: ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დასრულებულია. „ქართული ოცნება“, მიუხედავად შიდა გამოწვევებისა, აუცილებლად გაიმარჯვებს ,იმიტომ, რომ მას აქვს რეალური მმართველობითი გამოცდილება, სტაბილურობის გარანტია და მამუკა მდინარაძის მსგავსი ლიდერები, რომლებიც არ ერიდებიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება. ეს ნიშნავს უფრო პირდაპირ, უფრო ეფექტურ და უფრო ანგარიშვალდებულ მმართველობას, სადაც რეგიონალური კოორდინაცია კონცენტრირებული იქნება იმ ადამიანის ხელში, ვინც უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია სისტემის გაწმენდა და შედეგის მიღწევა.
რებუსი რჩება უცვლელი: შეხვედრამდე – 2030 წელს.

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია