ცნობილი მომღერალი თავისუფალია
ცნობილმა მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა პოლიციაში გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. მიუხედავად ამის, მან თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა.
ყველასათვის საყვარელი მომღერალი საგამოძიებო უწყებაში აგარანის მამულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იყო დაბარებული, სადაც რამდენიმე მტანჯველი საათის განმავლობაში იკითხებოდა. რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მრელაშვილს უცნობია, რადგან პოლიციის შენობა მომღერალმა უკომენტაროდ დატოვა.
მანამდე კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციასა და ალექსანდრე მრელაშვილს შორის დაპირისპირებას და პოლიციისადმი არ დამორჩილების ფაქტს ასახავდა.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თელავის პოლიციის განყოფილებაში ცნობილმა მომღერალმა ა.მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ცნობისთვის, საზოგადო მოღვაწე ა. მრელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილის საღამოს უძღვებოდა, სადაც უკრაინელ ტურისტებსა და ქორწილში მყოფ სექტა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერ მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა.
მექორწილეთა ცნობით, ცნობილმა მომღერალმა განაცხადა რომ მას “ასეთ აუტანელ პირობებში მუშაობა არ შეეძლო” და საღამო დატოვა.
