21 ივლისი 2026

„ჰიპოკრატე“ – პროფესიონალთა კლინიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ – ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, პროფესიონალიზმი და პაციენტზე ზრუნვა.
თანამედროვე მედიცინაში ხარისხიანი დიაგნოსტიკა, პროფესიონალი ექიმები და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“, რომელიც თბილისში მრავალპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს წარმოადგენს. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე ლაბორატორიულ კვლევებს, მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებსა და ინდივიდუალურ მიდგომას. დაწესებულებას ხელმძღვანელობს ცნობილი ქირურგი, როლანდოს სტამატიდისი, რომლის თქმით, კლინიკის მთავარი მიზანი პროფესიონალიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ადამიანური დამოკიდებულების შერწყმაა.

ბატონო როლანდო, როგორ შეიქმნა ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატე“ და რა არის მისი მთავარი მისია?

„ჰიპოკრატე“ შეიქმნა იმ პერიოდში როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო, რომ საქართველოში მოსახლეობას მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეღო. ჩვენი მთავარი მისიაა, თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ზუსტი დიაგნოსტიკა, პროფესიონალური მკურნალობა და ყურადღებიანი დამოკიდებულება.

რა მიმართულებებით ემსახურება კლინიკა პაციენტებს?

ჩვენთან ხელმისაწვდომია მრავალპროფილური ამბულატორიული მომსახურება, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. ვცდილობთ, პაციენტმა საჭირო მომსახურების უმეტესი ნაწილი ერთ სივრცეში მიიღოს.

ბატონო როლანდოს რა გამოარჩევს „ჰიპოკრატეს“ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროფესიონალი გუნდი, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და თითოეული პაციენტის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების მკურნალობა, არამედ ადამიანის სრული მხარდაჭერა.

რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მედიცინაში?

თანამედროვე აპარატურა ექიმს უფრო სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ ტექნიკური ბაზის განახლებასა და სამედიცინო სტანდარტების გაუმჯობესებაზე.
კლინიკა ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. რას მოიცავს ეს მიმართულება?

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობის ფარგლებში ვუწევთ შეღავათიან ან უფასო სამედიცინო მომსახურებას. გვჯერა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ პროფესია კი არა, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაცაა.

ბატონო როლანდოს რას ურჩევდით მოსახლეობას?

ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა. ადამიანები ხშირად ექიმთან მაშინ მიდიან, როდესაც დაავადება უკვე გართულებულია. რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევები და დროული კონსულტაცია ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.


როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია მომსახურების კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტებმა „ჰიპოკრატეში“ მიიღონ უსაფრთხო, თანამედროვე და სანდო სამედიცინო მომსახურება.

თბილისი 24