კანონის უზენაესობა საქართველოში N1 პრიოროტეტი ხდება
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს 2012 წლის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური ცვლილებები.
ფაშისტური რეჟიმის შემდეგ რამდენიმე საკადრო ეტაპობრვი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამით საბოლოდ მაინც ვერ ამოიძრკვა ქვეყანა მანკიერი, ნეოფაშისტური, შემორჩენილი , შემოგზავნილი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ძველი პოლიტიკური სისტემის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
თუმცა დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათგან საბოლოოდ გათავისუფლება უკვე თითქმის დასრულებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების განახლება დასკვნით ფაზაში შედის.
ამ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვის ახალ ეტაპს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ერის კაცის- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური როლი.
ბატონმა ბიძინამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში მნიშვნელოვანი პირადი რესურსები და რეპუტაცია დადო. საქართველოს მეფისნაცვალისგან გათავისუფლებას და ქვეყნის უსაფრთხოებას მან მილიარდები შეწირა.
საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის მხარდაჭერის გამო მას არაერთი საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციის გადატანა მოუწია, თუმცა ამან ვერ შეცვალა მისი პოზიცია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი განვითარების აუცილებლობის შესახებ.
უცხო ქვეყნების მიერ დაწესებულმა უსამართლო სანქციებმა ვერ შეძლო მისი სწრაფის და პატრიოტული სულისკვეთების გატეხვა.
ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარმა გუნდმა ყველა პოლიტიკურ დაბინძურებულ კუთხე -კუნჭულს საკადრისი პასუხი მიუზღო. გუნდმა შეძლო პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია და იმ პრაქტიკის დასრულება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უსამართლობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების განცდას აჩენდა.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თანდათან დამკვიდრდა პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ემსახურებოდნენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს.
უძლიერესმა კონსტიტუციონალისტმა პრემიერმა- ირაკლი კობახიძემ, უცხო ქვეყნის დავალებების გარეშე შეძლო მთელი რიგი კანონის შეცვლა და ქართული მოსახლეობისათვის შესაბამისობაში მოყვანა.
სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის დანაშაულთან ბრძოლის მკაცრმა ტაქტიკამ ქვეყანაში რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკანონობის აღმოფხვრა, რამაც საზოგადოებაში დიდი იმედები გააჩინა.
მამუკა მდინარაძის მონაწილეობით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გამკაცრებული მიდგომები მიზნად ისახავს ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და მართლწესრიგის განმტკიცებას.
მნიშვნელოვანია, რომ გატარებული ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს სამართლებრივი სისტემის ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის რეალური საჭიროებების შესაბამისად განვითარებას.
ამ ცვლილებების შედეგად გაძლიერდა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მექანიზმები და სამართლებრივი სივრცე უფრო მეტად მოერგო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.
გატარებულმა პოლიტიკამ სახელმწიფო კიდევ უფრო პრინციპული გახადა ნებისმიერი კანონდარღვევის მიმართ.
დღეს საქართველო დგას ახალი ისტორიული ეტაპის წინაშე. სახელმწიფოს სიმტკიცე მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით არ იზომება. ის განისაზღვრება ძლიერი ინსტიტუტებით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემით, უსაფრთხო გარემოთი და ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკით.
სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც შეიძლება აშენდეს ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა.
ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, არამედ საზოგადოების ერთიანობაზე, კანონის პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების დაცვის საერთო პასუხისმგებლობაზე.
სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზაციის პროცესით, საქართველო კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც დამოუკიდებელი, უსაფრთხო და ძლიერი სახელმწიფო.
გოჩა ნაჭყებია
