20 ივლისი 2026

ადვოკატი: მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში (ვიდეო)

2026 წლის 18 ივლისს სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილის ინციდენტი სოციალური ქსელში განხილვის თემად იქცა.

კონკრეტულად კი, სასტუმროში გამართული ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში მყოფი უკრაინელი ქალბატონების ქმედებისგან გაღიზიანებულმა საქართველოს მოქალაქემ-გიორგი ჭიღლაძემ სტუმარ ქალბატონს პირდაპირ მის ნომერში სახის არეში უთავაზა, რის გამოც ქალბატონმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ქალზე მოძალადე  მექორწილე  ოპერატიულად იქნა დაკავებული გურჯაანელი სამართალდამცავების მიერ. ხოლო, როგორც პოლიციის მიერ დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი სოციალურ ქსელში ირწმუნება, მისი კლიენტი „ რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებულია“.

ადვოკატი ლაშა კაპანაძე სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებზე საუბრობს:

  • „  რუსმა ქალბატონებმა  დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით.
  • უფრო მეტიც, აღნიშნულზე ცნობილმა მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.
  • სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი. გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა.“

ცნობისთვის: უკრაინელი ქალბატონის ცემის გამო  მოქ: გიორგი ჭიღლაძის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაც.მედიის მცდელობამ ინციდენტისთვის პოლიტიკური ელფერი შეეძინათ და ფაქტი ერთა შორის შუღლის მცდელობად წარმოეჩინათ, ხოლო უკრაინელი ქალბატონი – რუსი ეროვნების მოქალაქედ გაესაღებინათ, ჩაილურის წყალი დალია.