დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი): ძაღლმადიდებლები სულიერი შეშლილები არიან (ვიდეო)
თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ძაღლმადიდებლებს სულიერი დაავადების ერთ- ერთი ნიშნად მიიჩნევს. დეკანოზი ქადაგებს, რომ ისინი „შეშლილები“ არიან, ოღონდ თავადარ იციან და მიიჩნევენ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან, საზღად აზროვნებენ და სწორი ორიენტირები აქვთ.
- „ ადამიანთა ჯგუფი , მაგალითად ძაღლმადიდებლები,შვილებზე მეტად უყვართ ძაღლები.
ჰოი, საკვირველებავ, ვაჟა-ფშაველაზე საკუთარ პოლიკლინიკაში მოჰყავთ ძაღლები, დიდი, პატარა,ცოფმორეული,დაწყნარებული … მაპატიეთ და ლეონიდ ბრეჟნევივით ტუჩებში კოცნიდნენ ძაღლებს, არ ვაზვიადებ.
- მე ესეთი მშობლები არ მინახია შვილებს დაჰყვებოდნენ და ასე თავს ევლებოდნენ. ამიტომ, ღირსი არიან შვილების ნაცვლად ძაღლები ჰყავდეთ და ჰყავთ კიდეც და ბედნიერები არიან.
- ეს არის სულიერი დაავადების ერთ- ერთი ნიშანი. ზნეობა რომ ეშლება ადამიანს , სინდისს რომ აღარ უსმენს, ის სულიერად დაავადებული ხდებიან დროთა განმავლობაში.
- შეშლილები არიან ისინი, თვითონ არ იციან რა თქმა უნდა- ყველაზე ჭკვბიანები არიან, საზღად აზროვნებენ, სწორი ორიენტირები აქვთ..“- ქადაგებს დეკანოზი არჩილი.
