SOS: ფრთხილად, საქართველოს ბანკი საფრთხე სახელმწიფოსთვის! (ვიდეო)
ფრთხილად, საქართველოს ბანკი – საფრთხე ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის!
საქართველოს ისტორიაში არც ერთ ფინანსურ ინსტიტუტს არ ჰქონია ასეთი ღრმა და საშიში ჩარევა ქვეყნის პოლიტიკაში. ერთი კერძო ბანკი, რომელიც ფაქტობრივად გადაიქცა პოლიტიკური საბოტაჟისა და ოპოზიციური რესურსების მთავარ საყრდენად.
ნიკოლოზ გვარამია – სააკაშვილის ყოფილი გენერალური პროკურორი – საჯაროდ უპირისპირდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკება ჰქონდა მასთან დაფინანსებაზე.
“თბილისი 24”-ის წყაროების თანახმად, საუბარი იყო არა მხოლოდ მოლაპარაკებაზე, არამედ რეალურ დაფინანსებაზე. განსხვავება მხოლოდ „ორ ნულში“ იყო, სანამ მიხეილ სააკაშვილმა გვარამიას „ფინანსური ონკანი“ არ გადაუკეტა.
დღემდე საქართველოს ბანკი, წყაროების ინფორმაციით, აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების ნებისმიერ მავნებლურ ქმედებას – ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციიდან დაწყებული, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვამდე.
კონკრეტული მაგალითი: ბოლო დროს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო ე.წ. მწერალის და “საზოგადო მოღვაწის” დავით ტურაშვილის წიგნმა, რომელიც პირდაპირ ესკალაციისა და შიდა დაპირისპირებისკენ მოუწოდებს ქართველ საზოგადოებას.
საქველმოქმედების ნიღაბი
საქველმოქმედო პროექტების სახელით ბანკი ახორციელებს სისტემურ ანტი-ქართულ მანიპულაციებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ფული მიდის არა განვითარებაზე, არამედ მმართველი გუნდის განადგურებაზე.
ნიკა გილაური და გიული ალასანია აქტიურად ლობირებენ. თუმცა “თბილისი 24” -ის წყაროს ცნობით, „3000 რუბლიანი პროფესორი“ ალასანია უარყოფს ბანკთან კავშირს, ფაქტები სხვას ამბობენ. ეს ადამიანები ორ სკამზე ჯდებიან და საბანკო სისტემას შანტაჟობენ – ლარის გაუფასურებით, საბანკო კრიზისის შექმნითა და ეკონომიკის მიზანმიმართული დაზიანებით.
ისინი ფინანსური საბოტაჟის გენერალები არიან და საქართველოს ხალხი მალე იხილავს მათ გაკულაკება- განეიტრალებას – მთავრობის ბრძნული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად.
დროა ცვლილებების!
სანამ ახალი, ჯანსაღი ბანკი შემოვა ბაზარზე (რაც უახლოეს მომავალში გარდაუვალია), ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ ჩამყაყებულ სისტემას. არ დავუშვათ „სანამ პავლე მოვა“ პრინციპი.
ინფორმაციით, წლის ბოლომდე შესაძლებელია საქართველოს ბანკის კლიენტების მასობრივი გადინება ახალ, სუფთა საბანკო ინსტიტუტებში.
საქართველოს სჭირდება ახალი ხავერდოვანი რევოლუცია – საბანკო სექტორში, განსაკუთრებით საქართველოს ბანკში, სადაც ჯერ კიდევ 2009-2010 წელია, დროა, რომ 2012 წელი დადგეს!
გოჩა ნაჭყებია
